გაფრინდი შავო მერცხალო,
გაჰყევ ალაზნის პირსაო,
ამბავი ჩამომიტანე,
ომში წასული ძმისაო!
იქებ ის დაკოდილია,
სისხლი სდის მრავალ გზისაო,
იქნებ ტყვედ წაყვანილია,
შუქი აკლია მზისაო,
ნიშნად წაუღე ნაწნავი,
კავი ამ ჩემი თმისაო,
უთხარი ზედ ასხურია,
ცრემლი საყვარელ დისაო,
უმისოდ ჩემი სიცოცხლე,
ჩალადაც არა ღირსაო,
გაფრინდი შავო მერცხალო,
სწავლა არ გინდა გზისაო!
გაჰყევ ალაზნის პირსაო,
ამბავი ჩამომიტანე,
ომში წასული ძმისაო!
იქებ ის დაკოდილია,
სისხლი სდის მრავალ გზისაო,
იქნებ ტყვედ წაყვანილია,
შუქი აკლია მზისაო,
ნიშნად წაუღე ნაწნავი,
კავი ამ ჩემი თმისაო,
უთხარი ზედ ასხურია,
ცრემლი საყვარელ დისაო,
უმისოდ ჩემი სიცოცხლე,
ჩალადაც არა ღირსაო,
გაფრინდი შავო მერცხალო,
სწავლა არ გინდა გზისაო!
×